"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა" - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 17:53, 30 Nov, 2019     1312

''ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის'' ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ''ქართული ოცნებისა'' და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიციის განწყობა შეხვედრაზე აბოლუტურად კონსტრუქციული იყო.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ჩვენი განწყობა ნამდვილად იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ხაზს ვუსვამთ, რომ სისტემის შეცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ელემენტარულად მორალური პასუხისმგებლობა ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც მოიპოვეს ეს, ასე ვთქვათ, პროპორციული სისტემა და მით უფრო, მოიპოვეს დათხრილი თვალებისა და ძალიან მძიმე მორალური, მორალური შეიძლება არა, მაგრამ სულიერი და ფიზიკური ტრავმის შედეგად. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან ნათელი არგუმენტები წარადგინა.

„მე ყველა არგუმენტს – ორივე მხარეს ძალიან სერიოზულად ვუსმენდი, კონტრარგუმენტები ნამდვილად ვერ დავინახე მყარი. რაც ძალიან საინტერესოა და ჩემთვის კითხვის ნიშნის გამჩენია, არის ის, რომ ჩვენს წინადადებაზე, გავგზავნოთ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც არ არის ჩვენთვის იდეალური, მაგრამ არის ასე ვთქვათ, კომპრომისული და გამოსავლის შემომთავაზებელი ხელისუფლებისთვის, პრაქტიკულად უარი მივიღეთ როგორც ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, ასევე ოდირ-ში გაგზავნაზე, რაც ბუნებრივია, სერიოზულ კითხვებს აჩენს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ შემუშავებულ მოდელი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნოს.

„ამ წინადადებაზე შეთანხმებული ვართ მთავარ მაგიდასთან, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის წარმოდგენილი და ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ ჩვენ უნდა გავგზავნოთ ყველა შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ეს კანონპროექტი, რომ კითხვა აღარ დარჩეს მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი მხრიდან ითქვა ისიც, რომ მნიშვნელოვანია თავადაც შემოგვთავაზონ გამოსავალი“, – აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42