"ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ ოპოზიციის პროექტი გავგზავნოთ ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედოთ, იყო უარყოფილი" - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 17:40, 30 Nov, 2019     808
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ''შენების'' მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.


უსუფაშვილის თქმით, ეს დიალოგი დღეს არ დამთავრებულა და მომავალშიც გაგრძელდება.

"დღევანდელ მსჯელობაზე განხილული იყო ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც აკმაყოფილებს მაჟორიტარების მოთხოვნასაც, პროპორციულის მოთხოვნასაც, ივანიშვილის დაპირებასაც, საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებსაც. ამ თემაზე არსობრივად არანაირი არგუმენტი საწინააღმდეგო არ ყოფილა, გაგრძელდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ის კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამის თაობაზე ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ ერთად გავგზავნოთ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედოთ, იყო უარყოფილი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვა – თუ მხოლოდ კონსტიტუციურობის თემაა პრობლემა, არის მზად ხელისუფლება, რომ სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებით, ანუ 113 ხმით მოაგვაროს ის, ვინაიდან შეთავაზებული მოდელი მაჟორიტარების საკითხსაც ხსნის და მათ უტოვებს მაჟორიტარულ ოლქებში მონაწილეობის საშუალებას.

„ამაზე პასუხი იყო, რომ სხვა მიზეზების გამოც, მმართველი გუნდი პრაქტიკულად ვერ ხედავს იმ შესაძლებლობას, რომ რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყოს საუბარი. ალბათ, ეს შედეგია იმ ეროზიის, რომელიც მიმდინარეობს გუნდში.

დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვაგრძელებთ ჩვენს ქმედებებს. ჩვენ ცალმხრივად გავაგზავნით დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა მოვიპოვოთ მეტი არგუმენტი ამ ანტიკონსტიტუციურობის და ასე ვთქვათ, საბაბის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი განცხადებით, კოლეგები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საელჩოებიდან ორივე მხარეს მოუწოდებდნენ და ურჩევდნენ, რომ სხვა გამოსავალი ეძებონ.

„ჩვენ ვკითხეთ ხელისუფლებას, ეს თუ არ მოგწონთ კონსტიტუციურობის თუ სხვა რაიმეს გამო, ხომ არ გაქვთ რამე აზრი და იდეა ამ პრობლემის და კრიზისის მოსაგვარებლად. მათი პასუხი იყო, რომ არ აქვთ. ჩვენი მზაობაა, რომ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტაციებით და მათი მონაწილეობით კიდევ შედგეს მინიმუმ ერთი რაუნდი შეხვედრების, რათა მიეცეს საშუალება ხელისუფლებასაც, კარგად დაფიქრდეს ყველაფერზე, რაც აქ მოისმინა, რაც ხვალ და ზეგ კიდევ იქნება და იფიქრონ მათი მხრიდან შესაძლო შემოთავაზებაზე, რომელსაც ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ.

უბრალოდ დღეს არანაირი შემოთავაზება არ არსებობს. ჩვენი მხრიდანაც, გავაგრძელებთ მცდელობას, რომ ჩვენი ამოცანაა შედეგი – სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების მიღწევა. ჩვენი ამოცანა არ არის რომელიმე აკვიატებული მოდელის გადმოტანა აუცილებლად, ჩვენი ამოცანა იყო პროპორციული არჩევნები და ახლა ამოცანაა, რომ დარღვეული კონსენსუსი როგორმე აღდგეს, რათა ჩვენ მომავალ არჩევნებზე არ გადავჩეხოთ ქვეყანა დიდ საფრთხეში. ამას გავაგრძელებთ. დღევანდელი ვითარებით ჩვენ ძალიან რთული არჩევნებისკენ მივექანებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა, დიპლომატების მონაწილეობით, სასტუმრო „ბილტმორში“ დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42