აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბევრი ვარიანტი იქნა განხილული. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსჯელობა გაგრძელდება.
"დღეს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მე მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა, დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განვიხილეთ ბევრი ვარიანტი და არჩევანი, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს და რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება აღნიშნულ საკითხებზე. ამაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა, დიპლომატების მონაწილეობით, სასტუმრო „ბილტმორში“ დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






