"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან უკვე გამოვიდა.
როგორც ინაშვილმა განაცხადა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რომ უმრავლესობა ცვლილებებზე წამოვიდეს.
"ამ ნაწილში მიდიოდა საუბარი ძირითადად თეორიულ ჭრილში, ანუ ესადაგება თუ არ ესადაგება კონსტიტუციას წარმოდგენილი მოდელი, საუბარია გერმანულ მოდელზე, მაგრამ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები, პოლიტიკური გადაწყვეტილება მზად არის თუ არა ხელისუფლება და უმრავლესობა, რომ წამოვიდეს ჯანსაღ ცვლილებებზე. როგორც წესი, დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს პოლიტიკური სპექტრი. ჯერჯერობით მიჭირს რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა უნდა ითქვას, რომ აი ახლა, დღეს წარმოდგენილი უმრავლესობა, ხაზს უსვამდა იმას, რომ მზად არის პროპორციულ სისტემას დაუჭიროს მხარი და თუ მზად არიან, ჩვენც ვეუბნებით და კონკრეტულად „პატრიოტთა ალიანსი“, რომ დავიწყოთ ცვლილებების განხორციელება და გადავიდეთ ამ სისტემაზე 2020 წლიდან, რადგან 2024, 2028, 2036 და ცხოვრება გავიდა" - აღნიშნა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






