"ოლიგარქ ივანიშვილის კრიტიკა დასავლური ორგანიზაციების მიმართ, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 15:03, 30 Nov, 2019     817

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 27 თებერვლის განცხადებას ეხმაურება, სადაც ივანიშვილმა დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ოლიგარქ ივანიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადებები მისთვის მიუღებელია და დასავლურ ორგანიზაციებს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 27 თებერვლის სიტყვით გამოსვლისას დასავლური ორგანიზაციები გააკრიტიკა, რაზეც ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პირადი პოზიცია.

პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაც დახმარების ხელი გამოუწოდეს საქართველოს კრიზისულ პერიოდებში. მადლობა მათ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ეს არის უკიდურესად პოზიტიური ფორმატი, რომელიც არის მყარი მაგალითი მეგობრობისა და თანამშრომლობის. ისინი ყველა ხელისუფლების დროს ობიექტურობით გამოირჩეოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გახლავთ ის მთავარი ფაქტორი რაც დაეხმარება საქართველოს, კვლავ გახდეს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიანი ოჯახის წევრი.

უზურპატორი ხელისუფლების მთავარი ფიგურანტის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა დასავლური ორგანიზაციების მიმართ, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე გვინდა საჯაროდ დავაფიქსიროთ, რომ მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ დასავლელ პარტნიორებს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ისინი კვლავ განაგრძობენ ჩვენთან თანამშრომლობას“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42