"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციისთვის ხელისუფლების წარმომადგნლებს მყარი არგუმენტები აქვს, რომელიც "გერმანულ მოდელის" კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, სწორედ ამ არგუმენტებს გააცნობენ ისინი დიპლომატიური კორპუსის და ოპოზიციის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე.
„გვექნება განხილვა იმ პროცესების, რომელიც საქართველოში წარიმართება. გვექნება საუბარი ოპოზიციის კონკრეტულ შემოთავაზებებზე, რომელიც არის თავსებადი კონსტიტუციასთან, არის ზოგადად, რაციონალური ყველა თვალსაზრისით. შეგვიძლია, განვიხილოთ. შევხედოთ, კონსტიტუციასთან თავსებადობა-რაციონალურობა იქნება კრიტერიუმი ამ შემთხვევაში. არის შემოთავაზებული „გერმანული მოდელი“ რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი და მკაფიო პოზიცია, სამართლებრივი პოზიცია პირველ რიგში. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგება „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ დავარწმუნოთ კოლეგები ამაში. როცა ვამბობთ „გერმანულ მოდელს“, ვგულისხმობთ იმ ვარიანტს, რომელიც არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ეს ვარიანტი, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მარტივი არგუმენტი არსებობს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ მაგალითად, დარჩნენ ქუჩაში. პოლიტიკურად ჩვენს ეს უფრო მეტად გვაწყობს, თუ ისინი ქუჩაში დარჩებიან, რადგან ისინი განიცდიან ყოველდღიურ რეგრესს ამ შემთხვევაში. ამიტომ, შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ, დაველოდებით მათ შემოთავაზებას" - აღნიშნა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






