"ძალიან გვიხარია, რომ დიალოგი დაიწყო" - ელიზაბეთ რუდი
პოლიტიკა - 11:04, 30 Nov, 2019     950

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სასტუმრო "ბილტმორში" შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

შეხვედრამდე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ აღნიშნული დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნის საშუალება.

"როგორც გახსოვთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, გამოთქვა იმედი და მოუწოდა დიალოგისკენ მას შემდეგ, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს დიალოგი დღეს დაიწყო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნის საშუალება, ვიდრე რამე ვარიანტის გამორიცხვა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს USAID-ის მეშვეობით აღნიშნულ შეკრებას და ასევე, ძალიან მოხარული ვართ, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც გააზიარებენ საკუთარ რჩევებსა და საექსპერტო შეხედულებებს. ჩვენც აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს. აქ არიან ევროკავშირის დელეგაციის ელჩი და გერმანიის ელჩი. ვფიქრობ, შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია, დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ საკუთარ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაზე" - აღნიშნა რუდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42