"დღევანდელი შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არგუმენტების გაცვლას ემსახურება" - პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა - 10:58, 30 Nov, 2019     910

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, პროცესების პოლიტიკურ და კონსტრუქციულ ფარგლებში დაბრუნებისკენ, ამჟამად კი ხელისუფლებამ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და შეხვედრისთვის და ოპოზიციის მხრიდან არგუმენტების მოსმენისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.

„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, მათ მოსაზრებას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას. ხელისუფლება მზად არის ამ შეხვედრისთვის. მოვისმენთ რა წინდადადებები და არგუნტები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი პოზიციები, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაბრუნებულიყვნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი აგრძელებდა დღემდე დესტრუქციულ მოქმედებებს. ჩვენ ვფიქრობთ იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციით და პიკეტირებით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რაიმე შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ამ შემთხვევაში გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. მზად ვართ მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები და რა არგუნეტები აქვთ. გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე ამ დღეებში საუბარი, ახლა, ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება კონკრეტული არგუმენტების განხილვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს 2020 წლის არჩევნებისთვის ქვეყანა მოვამზადოთ. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას შევასრულებთ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად" - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42