დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი დაემატება
პოლიტიკა - 17:14, 29 Nov, 2019     857

საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე დაყრდნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი - გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსები დაემატება.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება გააფორმეს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას გამართულად მოემსახუროს და ჩანაცვლდეს ის ყვითელი ავტობუსები, რომელთა მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ჩანაცვლების პროგრამა უკვე დავიწყეთ, შემოყვანილი გვყავს ახალი ავტობუსები და საზოგადოებაც ხედავს ქალაქში მოძრავ 10-მეტრიან და 8-მეტრიან ახალ ავტობუსებს.

დღევანდელი ხელშეკრულებით გამოიყოფა 80 მილიონი, საიდანაც 65 მილიონი მოხმარდება დამატებითი ავტობუსების შემოყვანას. გარდა ჩანაცვლებისა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ავტობუსების დამატება. გვაქვს უბნები რაიონებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდხნიანი ლოდინი უწევს მგზავრებს. ეს პრობლემა აუცილებლად იქნება მოგვარებული. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ საზხოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე, კატარინა ჰანსენმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან ერთად ხელი მოაწერა სასესხო შეთანხმებას.

პროექტი წარმოადგენს 2016 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული პროექტის გაგრძელებას. ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს სესხს 80 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება 200 ავტობუსის შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო - დეპოს მშენებლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის შეიძინეს და ამჟამად ქალაქის მოსახლეობას ემსახურება ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42