"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" - ეს არის პროექტი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 17:05, 29 Nov, 2019     953

გვინდა, რომ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე აშენდეს სასტუმროები, შეიქმნას მეურნეობები და დასაქმდნენ ადამიანები, - ამის შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მასშტაბური პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუქციონი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად ინვესტორებს შევთავაზებთ ყველა იმ ქონებას, რაც გვაქვს და რაც აქამდე არ იყო ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მთლიანობაში საუბარია სულ მცირე 150 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტებზე, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 200 მილიონი ლარია.

„რაც მთავარია, ამ ციფრების მიღმა დგას ახალი სამუშაო ადგილები. ამ ობიექტების გაყდვის შედეგად აშენდება სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები თუ სხვა ობიექტები, რომელიც დაახლოებით 2 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეთავაზება განკუთვნილია არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც, იქნება ეს სატბორე თუ ფერმერული მეურნეობა, რომლებიც რეგიონებში დაასაქმებენ ადამიანებს და ეს ძალიან მნიშვენლოვანია.

„რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, აუქციონზე ნახავთ მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს. ასევე გეტყვით, რომ სია იქნება შევსებადი და მუდმივად განახლდება. უახლოეს დღეებში ასევე დაემატება წყნეთის აგარაკები, რომლის შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ და მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩეთ, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, შეიძინონ და ააშენონ ახალი ობიექტები", - განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42