"ჩვენ გამოსავალს ვთავაზობთ ხელისუფლებას, კობახიძე კი კონსტიტუციას ისე კითხულობს, როგორც უნდა"- ბესელია
პოლიტიკა - 16:38, 29 Nov, 2019     700
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მედიასთან იმ ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სთავაზობენ.
დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროექტში სწორედ მანდატების განაწილების წესის შეცვლაზეა საუბარი, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი არის გამოსავალი და მას არ სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება.

„ჩვენ გერმანიაში არ ვატარებთ არჩევნებს, ვატარებთ საქართველოში, ამიტომ ეს სრულიად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაძლებელია მანდატების განაწილების წესი შეიცვალოს და დადგინდეს სხვა წესი. თუ სიჯიუტეს თავს დაანებებს მთავრობა, დაინახავს, რომ ეს შესაძლებელია. თუ ყველაფერზე უნდა თქვას, რომ არ მინდა, მაშინ „შეაყარე კედელს ცერცვი“"- თქვა დეპუტატმა.

და ხელსიუფლების ოპონენტების მიერ შეთავაზებულ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

ამასთან მანვე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა.

კანონში შესატან ცვლილებებს ვთავაზობთ, რომელიც გერმანული მოდელის პრინციპს ეფუძნება, მაგრამ არის მოდიფიცირებული და სრულიად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. მხოლოდ იცვლება პროპორციული მანდატის განაწილების წესი, რაოდენობა იგივე რჩება, მაგრამ მანდატების სამართლიანი განაწილების პრინციპით დავაზღვევთ იმ რისკებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს თუ ამ სისტემით ჩატარდება არჩევნები.

ნურავინ ჩათვლის, რომ კობახიძე სწორად კითხულობს კონსტიტუციას, ნამდვილად არ კითხულობს სწორად ისე კითხულობს, როგორც უნდა,-აცხადებს ბესელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42