ირაკლი კობახიძის თქმით, საპროტესტო აქციის 198 წევრს, პარლამენტში მყოფი 100 დეპუტატი გაუმკლავდება.
მისი თქმით, დღეს მათ მმართველ გუნდს დეპუტატების შეკავება მოუხდათ.
კობახიძე ირწმუნება, რომ ოპოზიცია ვერ კრებს საკმარის ხალხს და კრიზისიდან გამოსავალს ეძებს.
“რაც შეეხება იმ აქციას, რომელიც გარეთ იმართება, გვიწევს რეალურად, დეპუტატების შეკავება, იმისთვის, რომ მათ არ გამოხატონ ის ემოციები, რომლებიც აქვთ გარე აქციასთან დაკავშირებით. ის 100 დეპუტატი ეოფა იმ 198 კაცს, რომელიც პარლამენტის გარშემო დგას, თუ ემოციებზეა საუბარი.
დესტრუქცია კარგია, როდესაც რაღაც გიმაგრებს ზუგრს, როდესაც 200 კაცზე მეტი აქტივი არ გიმაგრებს ზურგს, ამ შემთხვევაში, დესტურქცია, მათთვისაც დისკომფორტია,“ - თქვა კობახიძემ და ოპოზიციას მიმართა: “200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ, ეს საშიშია იმ 200-ვე კაცისთვის“.
მასალის გამოყენების პირობები






