საქართველოში ივანიშვილის „საკვირველი დემოკრატია“ უკვე დამყარებულია! - „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“
პოლიტიკა - 19:14, 28 Nov, 2019     1206

ბ-ნი ივანიშვილის გუშინდელ ტელეინტერვიუს გამოეხმაურა „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ბ-ნი გელა კვაჭანტირაძე, რომელმაც განაცხადა შემდეგი:

„ძალიან ძნელია სერიოზული კომენტარი გაკეთდეს ბ-ნი ივანიშვილის იმ ე.წ. „ხედვებზე“, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გუშინ თავად მოისმინა ტელეიმედის ეთერში. თუმცა მისი „ორიგინალური ხედვებიდან“ ზოგიერთი განცხადება ქვეყნისთვის იმდენად დიდი საფრთხის შემცველია, რომ ვფიქრობ არ შეიძლება უპასუხოდ დავტოვოთ.

ბ-ნი ივანიშვილი უკვე ღიად ამბობს უარს დაპირებულ, უფრო სამართლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მიუხედავად მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მიმართვისა, ბ-ნი ივანიშვილი უტიფრად აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის მიცემული არანაირი პირობა მას არ დაურღვევია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთად დგას და აპროტესტებს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ბ-ნ ივანიშვილს მიაჩნია, რომ მათი ოპონენტი პარტიები არ არის „ნამდვილი“ ოპოზიცია! მიუხედავად ამომრჩევლის დიდი ნაწილის მიერ აღნიშნული პარტიების მხარდაჭერისა, ბ-ნ ივანიშვილს მიაჩნია, რომ მას აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს რა არის ხალხისთვის უკეთესი და რა არა, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში ოპოზიცია და ვინ არა! ბ-ნი ივანიშვილი პირდაპირ, დაუფარავად აცხადებს, რომ არ დაუშვებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განაყოფი პარტიების თუ სატელიტების ხელისუფლებაში მოსვლას. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: მაშინ არჩევნების ჩატარებას საერთოდ რა აზრი აქვს?! ვინ მისცა უფლება ბ-ნ ივანიშვილს ხალხის მაგივრად გადაწყვიტოს ვინ მოვა ხელისუფლებაში და ვინ არა?!

მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადების, აშშ-ის კონგრესმენების, ევროპარლამენტარების და მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების რიგი განცხადებებისა, სადაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ და გაცემული დაპირების შესრულებისკენ, ბ-ნი ივანიშვილი ამბობს, რომ ის არაფრის შეცვლას არ აპირებს, ხოლო ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი თავად მათივე დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ!

ცხადია ბ-ნი ივანიშვილის ასეთი პოზიცია და ასეთი განცხადებები მნიშვნელოვნად აზიანებს ქართული დემოკრატიის საერთაშორისო იმიჯს და ქვეყანას უბიძგებს იზოლაციონისტური ჩიხისკენ, რომელიც აწყობს ერთადერთ ქვეყანას - რუსეთს, რომლის პირისპირ, მარტო დარჩენა საქართველოს არ დაუტოვებს არანაირ შანსს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.

სრულიად ნათელია, რომ ბ-ნი ივანიშვილის პოზიცია, აღნიშნული განცხადებები და ქმედებები აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და ღირებულებებთან. ეს შეუთავსებლობა განპირობებულია ერთის მხრივ მისი აშკარად არადემოკრატიული მენტალიტეტით და მეორეს მხრივ ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიშით. შექმნილ სიტუაციაში „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციას“ ერთადერთ რაციონალურ გამოსავლად მიაჩნია, ოპოზიციასთან და საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებასთან ერთად, ქვეყანაში მოხდეს ფართო საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების, ნორმალურ, დემოკრატიულ კალაპოტში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42