ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის იანვრიდან, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე
პოლიტიკა - 17:18, 28 Nov, 2019     531

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფისკალური გამჭვირვალობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ფისკალური გამჭვირვალობის მთავარი კომპონენტებია, საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ასევე, პარტნიორების ინფორმირება მთავრობის გეგმებისა და სტრატეგიის თაობაზე. მისი თქმით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაკეთდა და მთავრობა გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.

„აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, შემუშავდა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, მოქალაქეებს 2020 წლის იანვრიდან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე და საკუთარი აზრი გამოხატონ ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით. ასევე, აქტიურად ჩაერთონ თითოეული უწყებისა და პრიორიტეტების დაფინანსების განსაზღვრაში", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ბიუჯეტის ღიაობის ინდექსით", საქართველო 82 ქულით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა და ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ შვედეთს და ნორვეგიას აქვთ ჩვენზე უკეთესი შედეგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42