დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: "პრესრელიზი-პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მეტალისკონსტრუქციებით გადაკეტვა არის დაუსაბუთებელი"
პოლიტიკა - 19:00, 28 Nov, 2019     977
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შინაგან საქმეთა სამინისტორის მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას ეხმაურება


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, 2019 წლის 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მეტალის კონსტრუქციებით გადაკეტვა არის დაუსაბუთებელი და მკვეთრად არაპროპორციული ადამიანის უფლებების შეზღუდვა.

პოლიციის კანონის 33-ე მუხლში დეტალურად ჩამოთვლილია ყველა ის ღონისძიება, რომლებსაც პოლიციელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად იყენებს. აღნიშნულ კანონში მეტალის კონსტრუქციის მქონე ბარიერების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. იმ ღონისძიების გამოყენება, რომელიც კანონში არ არის გაწერილი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა. ამ შემთხვევაში ეს აშკარა დარღვევაა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ პოლიციის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენების სახე და ინსტრუქცია აუცილებლად დეტალურად იყოს გაწერილი საკანონმდებლო ბაზაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანისათვის მიყენებული ზიანი. ( იხ. CASE OF ABDULLAH YAŞA AND OTHERS v. TURKEY § 61)

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ საჯარო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირების საფრთხით ვერ იქნება გამართლებული ბარიკადებისა და დაბრკოლებების აღმართვა. აღნიშნული ღონისძიება უნდა იყოს მოსალოდნელი საფრთხის პროპორციული და არ უნდა იქნეს გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუ არ არსებობს დანაშაულის ან მართლწესრიგის დარღვევის განსაკუთრებული რისკი. ( იხ. CASE OF PRIMOV AND OTHERS v. RUSSIA § 144-148)

აღნიშნული კონსტრუქციები აღიმართა დემონსტრაციის გამართვამდე რამოდენიმე საათით ადრე, მაშინ როდესაც პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა ალტერნატიული მეთოდებით უზრუნველეყო საჯარო დაწესებულების ფუნქციონირება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც თბილისის მერიის მხრიდან საჯაროდ არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა მიზანს ემსახურება ეს აკრძალვა და როგორ უნდა დარეგულირებულიყო მოძრაობა ამ ქუჩებზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, არაპროპორციულად და უკანონოდ მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში და ითხოვს, რომ საჯაროდ გამოქვეყნდეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც გამოიყენესაღნიშნული ღონისძიება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42