ლიზა ქისტაური სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, ვინ მას მხარდაჭერას უცხადებს.
"მეგობრებო ორი სიტყვით თქვენზეც მინდა რამე დავწერო.
იმდენად ვარ გადაჩვეული ამ სკანდალებს და ჰაერზე, არაფეის გამო ნერვების შლებს, რომ გუშინ რაც მოხდა ჩემთვის თვითონ ფაქტი მართლა ძალიან სასაცილო და სამარცხვინო იყო, თან სატირალი, უბრალოდ მე ვიგრძენი თავი ძალიან შეწუხებულად და ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად აღარ მინდა ის ქაოსი და ნერვების ტყუილად შლა და ენერგიის ტყუილად გაფლანგვა, რაც ადრე გამოვიარე და მთელი ბავშვობაში მოგროვებული ზიზღი ადამიანებისგან, რაც მივიღე სრულიად უმიზეზოდ(!), მყოფნის და აღარ მინდა რომ ის დრო დაბრუნდეს ჩემს ცხოვრებაში.
ორი დღეა ვიღებ მესიჯებს უამრავს და ვკითხულობ უამრავ კომენტარს, თქვენგან, ჩემი მეგობრებისგან, ადამიანებისგან რომლებსაც არ ვიცნობ მაგრამ მამხნევებენ.
თქვენ რომ არ იყოთ ალბათ ყველაფერი სხვამაირად იქნებოდა და მეც არ მექნებოდა ამხელა ძალა, ან მექნებოდა არ ვიცი და ზუსტად იმიტომ, რომ არ ვიცი გიხდით უთვალავ მადლობას ასე არაფრის გამო გვერდით დგომისთვის.
ძალიან ცუდია როდესაც ადამიანს უმიზეზოდ აყენებ შეურაცხყოფას და დასცინი მის პიროვნებაზე, არაფეის გამო და ყველაზე ბედნიერი ვარ რომ ამდენ ადამიანს შეუძლია ამის დანახვა, აქ რა თქმა უნდა ჩემზე არ არის საუბარი, შეიძლება ჩემს ადგილას სხვა ყოფილიყო და იგივე მოსვლოდა, ზუსტად ამიტომ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ სადაც კი მოხდება ასეთი ფაქტი, ყოველთვის ვაჩვენოთ ბოროტ ადამიანებს, რომ არაფერს წარმოადგენენ და ყოველთვის სასირცხვილოები იქნებიან.
მიყვარხართ სათითაოდ ყველა" - წერს ლიზა ქისტაური.
მასალის გამოყენების პირობები






