"ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, არსებული ფონის მიუხედავად, ეკონომიკის განვითარების ტემპი შევინარჩუნოთ" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 15:40, 28 Nov, 2019     591

„რასაკვირველია, ნებისმიერი რადიკალიზაცია, დესტაბილიზაციის მცდელობა არის ნეგატიური ჩვენი ეკონომიკისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ როგორ აისახება მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკაზე.

ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებული ფონი ბიზნესზე არ აისახოს. „ახლა ჩვენი, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრების და მათ შორის ჩემი მთავარი საზრუნავია, ამ ფონის მიუხედავად, ბიზნესი, ინვესტორები არ დავაფრთხოთ და ყველანაირი შესაძლებლობა მივცეთ, რომ ეკონომიკა კვლავ იმ ტემპით განვითარდეს, როგორც აქამდე ვითარდებოდა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საპროტესტო გამოსვლები სრულიად დემოკრატიული პროცესია, თუ ისინი კანონის ჩარჩოს არ სცდება და მათი მიზანი სახელმწიფო სტურქტურების პარალიზება არ არის.

„რაც შეეხება არაკანონიერ გამოვლინებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მუშაობის ხელის შეშლისკენ და სახელმწიფო უწყებების, სტრუქტურების პარალიზებისა და საბოტაჟისკენ, ამას ძალიან ადეკვატური პასუხი ეცემა სრულიად ცივილიზებული სახით. არ მგონია, რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში რაიმე სხვა რეაქცია ჰქონოდეს ხელისუფლებას ამაზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42