უგულავა "ოცნებას": "მერე ნახეთ არმაგედონი"
პოლიტიკა - 14:27, 28 Nov, 2019     1118

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ქართულ ოცნებას პოლიტიკურ არმაგედონს ჰპირდება. პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

"უთავმოყვარეოებს კიდევ ბევრჯერ შევახსენებთ, რომ უთავმოყვარენი არიან"- თქვა უგულავამ.

„ყველაფერი მიდის ზუსტად ისე, როგორც „ქართული ოცნება“ იმსახურებს. ივანაშვილი თათარასავით ავლებს თავის მინისტრებს ყველაზე უფრო საზიზღარ მასაში, რომლებიც გამოდიან და ერთი და იგივე სისულელეს იძახიან. აბსოლუტურად უტიფარი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ დაპირება არავისთვის არ მიგვიციაო. ყველას გვახსოვს დაპირებაც და როგორ ტრაბახობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს 30 წლის თავზე ჩვენ ვაძლევთ ხალხსო. ზურაბიშვილიც დაგვესიზმრა, ალბათ, გაერო-ს ტრიბუნიდან რომ ამაყობდა სხვანაირად როგორ ხდება დაპირება? ჩვენ საზოგადოებას გამოსავალს ვთავაზობთ, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომლის წარმომადგენლებიც უკანა ხვრელებიდან დაძვრებიან"- თქვა უგულავამ.

მისი თქმით საქართველოს სამარცხვინო ხელისუფალი ჰყავს.

"ეს არის მათი სახე და მათი სახე რომ არ დაინახოს მათ შორის, არც პოლიციამ, აი ასე რკინის ჯებირებით ივლიან. რაიონში ჩავლენ? ჩვენც ჩავალთ და ჩამოიტანონ ეს რკინის ჯებირები. კი ბატონო, იარონ ასე, ეს პროტესტი არ დამთავრდება! პირდაპირ ვეუბნები მათ, მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი. იმ მზაკვრობის და ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება და აი ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა. უთავმოყვარეოებს კიდევ ბევრჯერ შევახსენებთ, რომ უთავმოყვარენი არიან. სადამდე ივლიან ასე ნახირივით?“- განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42