საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის სამართალდამცავების მიერ ბლოკირებაზე განაცხადა, რომ ეს არის მთავრობის ძირითადი მოვალეობა.
"ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება, ჩვენი კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მედიკოსზე, მასწავლებელზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






