ფანი არდანი, თბილისს, საკუთარი ფილმის პრემიერაზე დასასწრებად ესტუმრება. ფილმის “აკვიატებული რითმები” (Obsessive Rhythms) მსოფლიო პრემიერა 24 ოქტომბერს, 20:00 საათზე სწორედ თბილისში, კინოთეატრ რუსთაველის მეხუთე დარბაზში გაიმართება. ფანი არდანის სარეჟისორო ნამუშევარს პირველად ქართული საზოგადოება შეაფასებს.
ვიზიტის ფარგლებში 24 ოქტომბერს, 15:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ქართველი მსახიობებისათვის დაგეგმილია ფანი არდანის მასტერკლასი სამსახიობო ოსტატობაში (დასწრება თავისუფალია).
მსახიობსა და რეჟისორს საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა კულტურის სამინისტრო მასპინძლობს. ფანი არდანის ვიზიტისა და პრემიერის მხარდამჭერები არიან: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, კომპანიები „ემსილაბი“ და „თელიანი ველი“. სატელევიზიო მხარდაჭერას ახორციელებს ტელეკომპანია იმედი.
მასალის გამოყენების პირობები