ექსკლუზივი - მედიკოსთა მობილიზება ივანიშვილის ბიზნესცენტრში: "ოცნების" ლიდერს არტერიული ჰიპერტენზია დაუდგინდა
პოლიტიკა - 17:43, 27 Nov, 2019     10943
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მედპერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. მილიარდერთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბიზნესცენტრში ორჯერ იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი - მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არტერიული ჰიპერტონია გახდა, რაც, ოლიგარქის ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საკმაოდ უცნაური, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა იყო.

როგორც "ნიუპოსტის" წყარო ამბობს, მედიკოსებმა ოლიგარქს წნევა მალევე დაურეგულირეს, თუმცა, მინი-გამოკვლევა ადგილზევე ჩაუტარეს, რათა გაერკვიათ, საქმე ჰქონდათ ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიასთან, რაც მაღალი წნევის ჩივილების მქონე პაციენტთა 90%-ს აღენიშნება, თუ მეორად, ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიასთან, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება.

წყაროს თქმით, პაციენტი საკმაოდ ნერვიულობდა, რის გამოც გამოკვლევების ხელახლა დაწყება გახდა საჭირო, პასუხი კი ამ დრომდე ცნობილი არ არის:

"ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას, რაც სიმპტომების ამოცნობასა და პროფილაქტიკას აძნელებს. მას ე.წ. "თეთრი ხალათის სინდრომი" აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა ადამიანი ექიმთან მიდის ან რაღაც შემთხვევის გამო მასთან მიდის ექიმი, ეიფორული მდგომარეობა იწყება, წნევა იმატებს და შესაძლოა, ეს მდგომარეობა ჰგავდეს რაიმე დაავადების სიმპტომს.

ადრე მას ეს სინდრომი კამერების მიმართ ჰქონდა - ნერვიულობას იწყებდა, როცა კამერასთან უწევდა ურთიერთობა და ეს ეტყობოდა კიდეც გამომეტყველებასა და სახის კუნთების დაძაბვაზე, შემდეგ დროთა განმავლობაში ეს სინდრომი გაუქრა, "თეთრი ხალათის სინდრომს" კი ვერაფერს უხერხებს. ამიტომ ძნელი სათქმელია, გუშინდელი შემთხვევა წნევის ერთჯერადი მომატება იყო თუ რაიმე პათოლოგიის გამოვლენა. თვითონ ბიძინა ივანიშვილი წნევის მომატებას დეპუტატებსა და ელჩებს უკავშირებდა, ასე ამბობდა, წნევამ ელჩებთან შეხვედრის მერე ამიწიაო", - ჰყვება "ნიუპოსტთან" წყარო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

შეგახსენებთ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას ქართულ პოპულაციაში. საქართველოში არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულთა ხვედრითი წილი, სიკვდილის მიზეზთა შორის, 48,8%–ია. ბოლო წლებში, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტონია აღენიშნება 600 000 პირზე მეტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42