"საქაერონავიგაციის" თანამშრომელი EUROCONTROL-ის ორ მნიშვნელოვან პოზიციას ჩაიბარებს
პოლიტიკა - 17:18, 27 Nov, 2019     629

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის" შემოსავლების აღრიცხვისა და კონტროლის განყოფილების უფროსი, თეონა ერქომაიშვილი 2019 წლის 27 ნოემბრიდან ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის ორ მნიშვნელოვან პოზიციას გადმოიბარებს - EUROCONTROL-ის მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა გაფართოებული კომიტეტის 113-ე სხდომაზე თეონა ერქომაიშვილი გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის და მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2 წლის ვადით იქნა არჩეული. ის თავმჯდომარეობის პერიოდში 10-ზე მეტ შეხვედრას გაუწევს ორგანიზებას.

აღნიშნული კომიტეტი EUROCONTROL-ის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც სანავიგაციო მომსახურების მოსაკრებლის სისტემის ოპერირების ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი, ის ადგენს და ზედამხედველობს ტარიფების სქემას და შედგება EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების საავიააციო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. რაც შეეხება მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფს - ის შედგება გაფართოებული კომიტეტის წევრების, დამკვირვებლების და მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებისგან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, თეონა ერქომაიშვილის აღნიშნულ პოზიციებზე დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც „საქაერონავიგაციისთვის", ასევე მთლიანად საქართველოსთვის, რომელიც EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა. მისი თქმით, „საქაერონავიგაციის" თანამშრომლის ასეთ პოზიციაზე დანიშვნა ხელს შეუწყობს აღნიშნულ სისტემაში საქართველოს პოზიციის მეტად გამყარებას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო საავიაციო კუთხით, ასე წარმატებით არის ინტეგრირებული ევროპულ სტრუქტურებში. მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო თეონას, იმედი მაქვს, რომ ის გახსნის დიალოგს სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის პრობლემურ საკითხებზე და თავის წვლილს შეიტანს აღნიშნული სისტემის გაუმჯობესებასა და დახვეწაში. აქვე მსურს დავამატო, რომ ჩვენ ევროპის ევროპის საავიაციო ორგანიზაციებში არაერთი თანამშრომელი გვყავს წარგზავნილი და ძალიან კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ. სულ ცოტა ხნის წინ, „საქაერონავიგაციის" საჰაერო სივრცის ორგანიზების განყოფილების უფროსი ევგენი თავაძე ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის ოფისის მიერ ორგანიზებული საჰაერო მარშრუტების განვითარების მუდმივმოქმედი ჯგუფის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს. ასე რომ, ევროპულ ოჯახში ჩვენ ვართ ძალიან კარგი კონტრიბუტორები და წარმატებული ორგანიზაცია, ამ მხრივ ქვეყანას საამაყო ნამდვილად აქვს" - აღნიშნა გოჩა მეზვრიშვილმა.

აღნიშნული პოზიციების დაკავება მომდევნო 2 წლის განმავლობაში დიდ გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან ერთად, უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თეონა ერქომაიშვილს, როგორც ექსპერტს, ენიჭება გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტთან თანამშრომლობის, შეხვედრების წინასწარ შემუშავებული განრიგის მიყოლის, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ხელმძღვანელობის და დისკუსიის ეფექტიანად მართვის პასუხისმგებლობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს არის დიდი შანსი, კიდევ უფრო მკვეთრად დაფიქსირდეს „საქაერონავიგაციის" პოზიცია აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42