"დაკარგული თვალის მიღმა" - საიას თქმით, 20 ივნისს რეზინის ტყვიებს ახლოდან, სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ
პოლიტიკა - 13:37, 27 Nov, 2019     970
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, 20-21 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიებს ისროდნენ იმ პირების მიმართ, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა.

მათივე ცნობით, დასტურდება, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცალკეულ შემთხვევებში რეზინის ტყვიებს არაპროპორციულად, ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ.

",,დაკარგული თვალის მიღმა“ არის 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ საიას მიერ მომზადებული ანგარიშია, რომლის პრეზენტაციაც 27 ნოემბერს გაიმართა. ანგარიშში შეფასებულია: 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და პროპორციულობა; არასათანადო მოპყრობის ფაქტები; ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ჩარევის შემთხვევები. ანგარიშში ასევე შეფასებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და სასამართლოებში სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკა.

საია მიიჩნევს, რომ:

- 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას;

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ;

- დაფიქსიდა სამართალდამცავი პირების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები უტოლდება არასათანადო მოპყრობას და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს;

- არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირებიც, რომლებიც დაკავების შემდეგ სამართალდამცავთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. პარლამენტის ეზოს შესასვლელ კიბეებთან მოწყობილმა ე.წ. „სამართალდამცავთა კორდონმა“ და პარლამენტის ეზოში განხორციელებულმა ფიზიკურმა და სიტყვიერმა ძალადობამ მიაღწია სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც ქმნის დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძველს და საჭიროებს გამოძიებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;

- ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს;

- 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, ხოლო მათგან 121 დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას. გამოყენებული პრაქტიკა და მისი მასშტაბები ადასტურებს, რომ დღეს მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტად ინარჩუნებს. 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენა განურჩევლად, ინდივიდუალური ქმედებების შეფასების გარეშე, მათ შორის, იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ იყვნენ აქციის მონაწილეები ან/და მათი ქმედებები არ წარმოშობდა ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივ საფუძვლებს.

- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოში ფორმალურმა განხილვამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სამართალდარღვევის საქმეების განხილვისთვის დამახასიათებელი სისტემური და პრაქტიკული პრობლემები;

- 21 ივნისის დღის განმავლობაში და შემდგომ სახდელების გამოყენების პრაქტიკა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ურთიერთშეთანხმებულ, მართულ ქმედებას და არა – საქმეთა ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ განხილვას.

ანგარიშს ახლავს რეკომენდაციები, რომლითაც საია საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტს და სასამართლოს მიმართავს"- ნათვქმია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42