მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება
პოლიტიკა - 12:21, 27 Nov, 2019     668

2020 წლის თბილისის ბიუჯეტი და მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„მას შემდეგ, რაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს, თუმცა მათ არ უნდა შევუშინდეთ. პირიქით, ჩვენი ენთუზიაზმითა და შემართებით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს თბილისის ბიუჯეტი 920 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონს აწევდა.

„რაც შეეხება 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებს და გამოყოფილ თანხას, ის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. არის ორი ძირითადი მიმართულება - ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოქალაქეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თბილისის მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; ასევე, დაწყებულია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე, გაზაფხულზე სრულდება; 2020 წელს განხორციელდება საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი; იგეგმება აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია.

„არ შემიძლია, არ შევეხო გამგეობების მიმართულებებს. ბიუჯეტი ამ შემთხვევაშიც, გაზრდილი იქნება, რათა გამგეობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ რაიონებში იმაზე მეტი პროექტი განახორციელონ, ვიდრე აქამდე განხორციელებულა. საკრებულოსთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბიუჯეტით, რომელიც დამტკიცებული იქნება, გავალამაზებთ ქალაქს და ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რომელიც ქალაქს აწუხებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ და არსებული შენიშვნები წარმოადგინონ.

თბილისის მერიის მიერ ინიცირებული მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 20 მილიონი იქნება, რომელსაც დაახლოებით, 60-დან 80 მილიონამდე გარდამავალი ნაშთი დაემატება. აღნიშნულ თანხას ემატება ასევე, 200 ავტობუსისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი - დაახლოებით, 65 მილიონი ევროს ოდენობით. პროექტს მუნიციპალიტეტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ახორციელებს. აღნიშნული ავტობუსები 12-მეტრიანი იქნება, რომელიც ქალაქში არსებულ ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ თანხებს, საბიუჯეტო ხარჯები დაახლოებით, იმავე დონეზე შენარჩუნდება. კერძოდ, თუ ის 2019 წელს 336 მილიონს შეადგენდა, მისი ოდენობა მომავალ წელს 338 მილიონი იქნება. ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით კი მთლიანი ხარჯები ავტობუსების ჩანაცვლების ჩათვლით, წლევანდელი ხარჯებისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მობილიზებული რაიონების მასშტაბით. გამგეობების დაფინანსება საგრძნობლად გაიზრდება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ რაიონების, მათ შორის, გარეუბნების დონეზე, 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი საგზაო და კეთილმოწყობის ღონისძიებები შესრულდეს. ასევე, დაახლოებით, 15-16 მილიონით გაიზრდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება.

2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დედაქალაქის საკრებულო მომავალი თვიდან დაიწყებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42