თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს
პოლიტიკა - 12:01, 27 Nov, 2019     551

თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სტრატეგიის შემუშავებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე გამოყო გრანტი დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით. EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შერჩეულია ის კონსორციუმიც, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს შექმნის.

„ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში ხარვეზების აღმოჩენა. ასევე, უნდა შემუშავდეს ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში და უბნებში უკვე განთავსებულია სეპარაციის ურნები, თუმცა ეს არასაკმარისია.

„გვინდა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით დამუშავდეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. აქაც გვინდა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ. გარდა ამისა, წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებაზე - ეს არის გაზშემკრების მოწყობა. ამასთან, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით დავამუშავებთ პროექტს, რომ გამომუშავებული გაზი გარდავქმნათ ელექტროენერგიად და შემდეგ ის გამოყენებული იყოს ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42