ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა
პოლიტიკა - 11:05, 27 Nov, 2019     589

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის რეგულირების დახვეწაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, აგრეთვე ქართველი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომის ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნასა და მსოფლიოს წამყვან გემთმფლობელ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის აღნიშნული ორგანიზაციის ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მას ასევე დაესწრნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აღნიშნული გაერთიანება იჩენს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის რეფორმირების მიმართულებით. მინისტრის თქმით, საქართველო, მართალია, საზღვაო ქვეყანაა, მაგრამ მისი საპორტო ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც საზღვაო დარგის სპეციალობებზე სწავლებისა და შემდგომ უკვე დასაქმების სისტემა მუდმივ პროგრესს განიცდის. „საქართველოს მთავრობა, პარტნიორ ქვეყნებთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს და პროექტებს, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ საზღვაო ტრანსპორტის სისტემაში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ჩვენი ქვეყნის, როგორც შავ ზღვაზე საზღვაო სერვისების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებლის, კონკურენტუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს. ამ მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციიდან, მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თავის მხრივ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტები საქართველოს მხარესთან და აღნიშნა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ, რომელიც თანამიმდევრულ რეფორმებს ახორციელებს. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა საერთაშორისო საზღვაო ფორუმების ბათუმში ჩატარების ტრადიცია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და უკვე იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორუმად, სადაც მსოფლიო მასშტაბის გემთმფლობელი კომპანიებისა და წამყვანი საზღვაო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები დარგის განვითარების საკითხებზე მსჯელობენ.

დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი ბათუმის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2020 წელს ბათუმში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42