ცაგერში გუშინ დატრიალებული შემზარავ ფაქტზე საუბარი უჭირთ. იციან, რომ სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში ორმა პოლიციელმა, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობდა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკკლა. შემთხვევის შედეგად დაჭრილია 65 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
ადგილობრივების თქმით, სისხლიან გარჩევას სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მოკლული დეპუტატ კარლო კოპალიანის ნათესავია, კერძოდ, დაღუპული პარლამენტარის ძმის შვილის ქმარია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანაში ორმა პოლიციელმა იჩხუბა და ერთმანეთი დახოცეს. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. პოლიციელები იუსტიციის სახლს იცავდნენ. სროლის შედეგად ერთერთი მათგანი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მესამე, დაჭრილი მოქალაქე მათ გაშველებას ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები






