თამარ იოსელიანი - 2020 წლის აუდიტს საქართველოს პორტები მომზადებული ხვდებიან
პოლიტიკა - 10:27, 27 Nov, 2019     942

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ვისაუბრეთ საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე, ასევე საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების დანერგვაზე. აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს პორტებში აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპს - კვლევის კომპონენტს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და აშშ - ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელის ადმირალ კარლ ლეო შულცის შეხვედრის შემდეგ. აღნიშნული შეხვედრა ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.


თამარ იოსელიანის განცხადებით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართული ნავსადგურების აუდიტსაც. აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს ჩვენს პორტებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. „2018 წლის აუდიტის დროს საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. თამარ იოსელიანის თქმით, შემდგომ აუდიტს 2020 წლისთვის ველოდებით, რისთვისაც ქართული პორტები სათანადოდ მომზადებული არიან," - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

"სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ადმირალმა კარლ შულცმა დაგვიდასტურა 2020 წელს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMG 2020) დასწრება," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42