ნათია თურნავა აშშ - ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდა
პოლიტიკა - 10:13, 27 Nov, 2019     639

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს ადმირალ კარლ ლეო შულცს შეხვდა.


შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.


შეხვედრაზე მხარეებმა შავ ზღვაზე უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და სანაპირო დაცვის, პორტების უსაფრთხოების და სახელმწიფო დროშის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების პროექტზე, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით 2019 – 2020 წლებში განხორციელდება. პროექტის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნულ პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპი „საჭიროებების კვლევა" დააფინანსა აშშ - ის საელჩომ საქართველოში. პირველი ეტაპი გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას.


შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართული ნავსადგურების აუდიტსაც. აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს საქართველოს პორტებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. 2018 წლის აუდიტის დროს საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. მომდევნო აუდიტი 2020 წელს უნდა ჩატარდეს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 25-26 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 31-ე ასამბლეაში, რომლის დროსაც ის სიტყვით გამოვიდა ასამბლეის სესიაზე და ორმხრივი შეხვედრები გამართა 10 ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42