საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კიდევ 21 ოჯახს გადაეცა
პოლიტიკა - 17:39, 26 Nov, 2019     796

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ისინი დიდი დიღმის II მ/რ-ის 27ა-ში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

„ამ პროექტის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ, როგორც კი ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვისაუბრე ამ პროექტთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ ჩვენ დავეხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებდათ. ადამიანები წლები ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, ბინებში და სხვადასხვა პრობლემების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დღეის მდგომარეობით 800-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, გადავეცით საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მინდა ვუთხრა, მიმართონ მათი რაიონების გამგეობებს. იქ ყველაფერს აგიხსნიან, დაგეხმარებიან, რომ თქვენივე საცხოვრებელი ფართების დაკანონება შეძლოთ. ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად დიდ დიღომში ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და სხვა პირები იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42