"ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო" - დარბევის შემდეგ "ოცნებას" ახალი მესიჯბოქსი აქვს
პოლიტიკა - 15:57, 26 Nov, 2019     1350
ერთ კვირაში დარბეული ორი აქციის შემდეგ, “ქართული ოცნების“ ლიდერებს ახალი მესიჯბოქსი აქვთ. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სიძლიერესთან ერთად ჰუმანურობაც გამოიჩინა.

ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ირწმუნებიან, რომ პოლიცია გუშინაც, ისევე როგორც სხვა დარბევისას ჰუმანურად იქცეოდა.

"ამ დღეებში გამოჩნდა პოლიციის მოქმედებებში, რომ ერთდროულად შეიძლება იყო ძლიერი და იყო ჰუმანური - ეს პრინციპი დანერგა ქართლმა პოლიციამ, თავიანთი მოქმედებებით,” - თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, მალე “ნაციონალური მოძრაობა” აღარ იარსებებს და შესაძლებელი გახდება იმის თქმა, რომ მედია აბსოლუტურად თავისუფალია.

პოლიციის ჰუმანურობაზე საუბრობს ირაკლი კობახიძეც და ოპოზიცია შემდეგი სიტყვებით გააკრიტიკა: “ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალები".

“მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაშ წარმოაჩინეს სახელმწიფო, როგორც ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო,” - თქვა კობახიძემ.

კობახიძე ოპონენტებს დაემუქრა და თქვა, რომ სამომავლოდ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აღარ იქნებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42