წყლის ჭავლის კანონიერად გამოყენების პირობები გაეროს ნორმების მიხედვით
პოლიტიკა - 15:50, 26 Nov, 2019     2195

გაეროს ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო კანონის აღსრულებისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმაოდ ცალსახა განმარტებებს იძლევა. ბოლო შესწორება ნორმებში 2019 წლის აგვისტოშია შესული.


შეგახსენებთ, წყლის ჭავლითა და რობოკოპებით რუსთაველზე მიმდინარე აქციის დარბევის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. აქციის ერთერთ მონაწილეს თვალი დაუზიანდა, თუმცა, ზაზა ლიპარტელიანი ისევ აქციაზე მივიდა. ამას გარდა, სწორედ წყლის ჭავლი გახდა ხელის მოტეხილობის მიზეზი "მთავარი არხის" ჟურნალისტთან მიმართებაში, როცა ვასილ დაბრუნდაშვილმა ხელის მოტეხილობა მიიღო.


ამასთან, საპატრულო პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებთან საუბარში იცრუა, როცა განაცხადა, რომ აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ. მისი მტკიცების საპირისპიროდ, არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ წყლის ჭავლი ადამიანებზე პირდაპირ მიუშვეს. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლოს ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არაადამიანურ მოპყრობასთან ან წამებასთან აქვს გათანაბრებული.

წყლის ჭავლის/წყალსატყორცნის შესაძლო კ ა ნ ო ნ ი ე რ ი გამოყენების გარემოებები (გაეროს ნორმები):

7.7.2 ზოგადად, წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მ ხ ო ლ ო დ ს ე რ ი ო ზ უ ლ ი საზოგადოებრივი უწესრიგობის სიტუაციაში, როდესაც სახეზეა სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების რისკი. აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წყლის ჭავლის გამოყენება უნდა დაიგეგმოს ფრთხილად და უნდა იყოს მართული მკაცრი ბრძანებისა და ზედა რგოლის კონტროლის ქვეშ.

სპეციფიკური რ ი ს კ ე ბ ი

7.7.3 წყლის ჭავლი არ უნდა იყოს გამოყენებული ამაღლებულ ადგილებზე მყოფი პირების წინააღმდეგ, სადაც მნიშვნელოვანი მეორადი დაზიანების რისკია. სხვა რისკები მოიცავს ჰიპოთერმიას (გადაციება), ცივი წყლის შოკს ცივ ამინდში (განსაკუთრებით, როდესაც წყალი არ არის გამთბარი), მოცურების ან წყლის ძლიერი ნაკადით კედლებზე ან სხვა მყარ საგნებზე მიხეთქების რისკს. ზოგიერთ წყალსატყორცნს განურჩეველი შედეგები აქვს პირთა ჯგუფისთვის, რადგან მათ არ შეუძლიათ კონკრეტულ პირებზე მიზანმიმართული მოქმედება.

წყლის ჭავლის/წყალსატყორცნის პოტენციურად უ კ ა ნ ო ნ ო გამოყენების გარემოებები

7.7.4 წყლის ჭავლი არ უნდა იყოს დამიზნებული პირზე ან პირთა ჯგუფზე ახლო მანძილიდან, სამუდამო სიბრმავის ან მეორადი დაზიანებების რისკების გამო, რადგან წყლის ჭავლი ენერგიულად ზემოქმედებს მათზე. ის ასევე არ უნდა იყოს გამოყენებული თავისუფლებაშეზღუდული პირების ან იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლიათ გადაადგილება.


წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დაზიანებებსა და რისკებზე გაფრთხილებებს შეიცავს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის მიერ გამოცემული გზამკვლევიც, სადაც ნათქვამია, რომ წყლის ჭავლის გამოყენებამდე კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული კონტექსტუალური ფაქტორები, განსაკუთრებით ცივ ამინდში და ისეთ ადგილებში, სადაც ხალხის გაფანტვა შეიძლება არ იყოს უსაფრთხო.


ამავე გზამკვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას შეიძლება ადამიანს დაუზიანდეს თვალი ან, მეორეულად, დაცემის და მიხეთქებისას მიიღოს თავის ტვინის დაზიანებები, სისხლჩაქცევები ან ნეკნის მოტეხილობები, წყლის ჭავლის არაპროპორციული გამოყენება შეიცავს დისკრიმინაციული მოპყრობის ან კოლექტიური დასჯის იარაღად ქცევის რისკებს.


“უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრებისა და უკმაყოფილების გამოხატვის უფლებას”, - დაწერა აქციის დაშლის პარალელურად „ამნესტი ინტერნეიშენალ - ამერიკის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, დენიელ ბალსონმა, “ტვიტერის” პირად გვერდზე და საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება აქ მიმდინარე მოვლენებს.


არაპროპორციული ძალის კიდევ ერთ გამოყენებად აფასებს 26 ნოემბერს აქციის დაშლას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ძალის გამოყენება არ ემსახურებოდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სიკეთეების დაცვას და არ იყო დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი.


ინსტიტუტის შეფასებით, მოქალაქეთა შეკრებების ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშლამ უკვე მიიღო სისტემატიური ხასიათი, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან უკანგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შსს-ს მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის პროფესიონალიზმად შეფასება ძალადობის პირდაპირ სანქცირებად შეიძლება იქნეს აღქმული და პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.


ამავე დროს, წყლის ჭავლის გამოყენების პირობები მკაცრადაა გაწერილი საქართველოს კანონში პოლიციის შესახებ, სადაც აღნიშნულია:


"კანონში განმარტებულია, რომ “წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42