საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:50, 26 Nov, 2019     1386

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში, კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა. ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გამოვლინდა და დაჯილდოვდა სამი საუკეთესო ღვინო. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა. მოეწყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასებში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილი იყო ჩაისა და ყველის სივრცეები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებას და მის შემდგომ განვითარებას. ასევე, ბიზნესების წახალისებას, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მოეხდინათ საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია. ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის ცნობადობის ზრდა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები მათ ეხმარება, დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ ახალი პარტნიორები“,-განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ფესტივალზე გაიმართა იტალიელი მოგზაურის, კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. ასევე, ART სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები. მთელი დღის დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამო კი ბენდმა „Yellow“-მ დახურა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42