ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო გია ვოლსკი ისევ ენმ-ს დანაშაულზე მიანიშნებს
პოლიტიკა - 14:36, 26 Nov, 2019     758

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და კვლავ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესზე მიანიშნა.

"გარკვეული გარემოებების გამო, ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ეჭვები კიდევ ერთხელ განახლდა არა მარტო ჩემში, არამედ ბევრ ადამიანში, ვისაც ველაპარაკე, საკმაოდ ფართო წრე გვყავს მეგობრების ნაცნობების, მათ შორის, განსწავლულების პოლიტიკის სფეროში. როგორც კი ქართულმა ოცნებამ 24 ივნისს გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ პროპორციული არჩევნები არის ის საწყისი, რაზეც შეიძლება აიგოს გარკვეული კონსესუსი, მიუხედავად დაპირისპირებისა და კოალიციური პასუხისმგებლობის წინაპირობა შეიქმნას სტაბილურობისათვის, იმ დღიდან მოყოლებული, არა თუ მეორე დღიდან, განცხადების პერიოდიდან მოყოლებული, არც ერთი დღე არ ყოფილა დესტრუქციული ქმედებებისა და დესტრუქციული განცხადებების გარეშე", - განაცხად გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამ დესტრუქციის კულმინაციამ იმ დროს მიაღწია, როცა პარლამენტი იხილავდა მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით:

„ყველამ იცოდა, რომ ამის შემდეგ უნდა განხილულიყო პროექტი, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენდა. აი მაშინ, მე არა თუ ეჭვი გამიჩნდა, არამედ მნიშვნელოვანწილად დავეთანხმე იმ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ადამიანებთან, ამ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობაზე, ქვეყნისთვის იქნებოდა მნიშვნელოვნად დამაზიანებელი", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

იგი ფიქრობს, რომ პროპორციული არჩევნები მაინც გამოსავალია ქვეყნისათვის, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, რათა ქვეყანა არ წასულიყო დაშლისაკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც ესოდენ უნდა ვერიდოთ.

„მეორე საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. აქ შემოსვლისას ჟურნალისტებმა მკითხეს, მიქმნიდა თუ არა უხერხულობას ის, რომ პოლიციითაა გარშემორტყმული პოლიტიკური ორგანო. რასაკვირველია ეს უხერხულობა არსებობს, მაგრამ ეს უხერხულობა არის ძალიან მცირე, ნამცეცი იმ უხერხულობასთან, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება შეექმნას, თუ კი ჩვენ მუშაობას არ გავაგრძელებთ, ჩვენ და სახელმწიფო სტრუქტურები. და კიდევ ერთი, ყველას გახსოვთ, რომ ბიუროსთან მოსვლის თემები იყო დღის წესრიგში. 2004 წელს ჩემი ბიუროს კუთხეში მოსული 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს იმის გამო, რომ პირველივე შეძახილისთანავე არ დაემორჩილა პოლიციას და, შემდეგ, მეორე კუთხეში საკონტროლო გასროლით მოკლეს. ეს მინდა შევახსენო ახალგაზრდებს. მართალია ბევრია იქ ორგანიზებული ყოფილი კმარელები, თუ დღევანდელი კმარელები, მაგრამ არის ხალხი, არიან ახალგაზრდები, ვისაც ამასთან ემოციური კავშირი არა აქვს, მაგრამ უნდა ახსოვდეთ ვის გვერდით დგანან და რა მოთხოვნებს ემორჩილებიან", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42