"თუ ასე გაგრძელდა, პროცესები დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით" - კახა ოქრიაშვილი
პოლიტიკა - 11:58, 26 Nov, 2019     1421

"ქართული ოცნების" დეპუტატის კახა ოქრიაშვილის თქმით, ქვეყანაში სამწუხარო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რომელიც შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნებით დასრულდეს.

"სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა. თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით" - აღნიშნა ოქრიაშვილმა.


მან არ უპასუხა დარბევასთან დაკავშირებულ შეკითხვებს და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ შსს-ს წარმომადგენელი არ არის. მან ჟურნალისტები შსს-თან გადაამისამართა:


„მე ვარ დეპუტატი, მე არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი. ეს კითხვა უნდა დაუსვათ შსს-ს წარმომადგენელს, რატომ მოხდა აქციის დაშლა,“-თქვა მან.


პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. აქციის მონაწილეების პროტესტის მიუხედავად, დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში შეღწევა მაინც შეძლეს.


შეგახსენებთ, დილის 05:00-ზე რობოკოპებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაარბია. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაშავებულია "მთავარი არხის" ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილიც, რომელსაც წყლის ჭავლმა ხელი მოტეხა.

შსს-ს განცხადებით, პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და დაირღვა კანონი მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ, რის გამოც საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დაშალეს და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება აღკვეთეს. დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42