ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წინაშე ქართველი მეზღვაურების განათლებისა და დასაქმების არეალის გაზრდის საკითხებზე ისაუბრებს
პოლიტიკა - 18:59, 25 Nov, 2019     752

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. დაგეგმილია ნათია თურნავას მოხსენებით გამოსვლა ორგანიზაციის სესიაზე, რომლის დროსაც მინისტრი ისაუბრებს საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე საზღვაო გადაზიდვის კუთხით. ნათია თურნავა ასევე გაამახვილებს ყურადღებას საზღვაო სფეროში განათლების დამატებითი პროგრამების ინიცირებაზე, მათ შორის, ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნაზე, ასევე უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით, ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების ლეგალური დასაქმების საკითხებზე.

ასამბლეის მსვლელობისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უკვე შეხვდა საბერძნეთისა და კვიპროსის საზღვაო ტრანსპორტის კურატორ მინისტრებს, რომლის დროსაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებას საბერძნეთისა და კვიპროსის გემებზე.

ასევე დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრების გამართვა საფრანგეთის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან. გარდა ამისა, ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდება და დაესწრება მემორანდუმების ხელმოწერას გერმანიისა და ბრაზილიის მხარეებთან. აღსანიშნავია, რომ გერმანიას საქართველო განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს საზღვაო სფეროში. ქვეყნების თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია შესული და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. განსაკუთრებით მნიშნველოვანია საქართველოსთვის ტექნიკური დახმარებისა და საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რაც მომავალში გერმანულ სტანდარტებთან დაახლოვებას საშუალებას მოგვცემს. ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება გერმანიის გემთმფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეები გერმანული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხებს განიხილავენ.

რაც შეეხება ბრაზილიას, დაგეგმილია მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის საშუალებითაც ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე, რომელთა რაოდენობაც 760 - ზე მეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42