ბიწაძის განცხადებითვე, ქვეყანაში საარჩევნო სისტემის ცვლილების დაპირება ახალგაზრდების მონაპოვარია და არა რომელიმე პოლიტიკური ძალისა თუ პარტიის.
"6 თვის წინ ახალგაზრდების მიერ ინიცირებულმა საზოგადოებრივმა პროტესტმა, რომლის ავანგარდშიც იყვნენ ახალგაზრდები მოიპოვა პროპორციული არჩევნები, რომელსაც ფაქტობრივად თავდებში ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილი, დადო საჯარო პირობა მთელი ქვეყნის გასაგონად, მთელი რეგიონის, მსოფლიოს გასაგონად რომ ამ დაპირების შესრულებას უზრუნველყოფდა. რა მოხდა 10 დღის წინ? - ეს დანაპირები ამ საზოგადოებას, რომელსაც ავანგარდში ჰყავს ახალგაზრდები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია გადაახია თავზე ეს დანაპირები და დღეს ამ გადახეულის ნაწილები აკრიფა და კიდევ სახეში შეაყარა"- განაცხადა ბიწაძემ.
რაც შეეხება კახა კალაძის განცხადებას, რომ 2020 წელს რიგ მაჟორიტარულ ოლქში "ოცნება" კანდიდატს არ დააყენებს, ანზორ ბიწაძე "იაფფასიან ხრიკს“ უწოდებს, რომლის მიზანი ოპოზიციაში გარკვეული გაუგებრობის შეტანას ისახავს მიზნად.
ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს კონსოლიდირების პრობლემა ნამდვილად არ აქვთ, როგორც ამის წარმოჩენა ხელისუფლებას უნდა.
"ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კი არ არის გაღიზიანებული იმ სისულელით რაც დღეს მოვისმინეთ, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრია გაღიზიანებული და ძალიან შეურაცხყოფილი იმ განცხადებებით, რაც პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ. ასე რომ ეს მორიგი იაფფასიანი ხრიკი მათ არ გაუვათ, ოპოზიცია იქნება კონსოლიდირებული. ოპოზიციის პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა პირველ რიგში მდგომარეობს შემდეგში: ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს კონსოლიდირება და ერთიანობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ ყველაფრის საჩვენებლად. რაც არ უნდა ისაუბრონ "ქართული ოცნების" ფეისბუქ აქტივისტებმა, საზოგადოების დაკვეთაა რომ პოლიტიკოსებმა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზეც, რომ ერთიანად მიაღწიოს ნორმალური არჩევნების ჩატარებას ჩვენს ქვეყანაში"- აღნიშნავს ბიწაძე და დასძენს, რომ დრო ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან სიმართლე მათ მხარესაა.
"პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციის სასარგებლოდ, რადგან სწორედ ოპოზიციის მხარესაა სიმართლე. ქართული ოცნება კი ავლებს წითელ ხაზს, რომელიც თვითონ გადაკვეთა, შესაბამისად ოცნება აღმოჩნდება ისტორიის უკუღმა მხარეს და მთელი დანარჩენი საქართველო იმ ერთადერთ სწორ და ნორმალურ მხარეს სადაც მთელი საზოგადოება დგას“- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






