აშკარად გამოიკვეთა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა ნებისმიერი გზით - "დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია"
პოლიტიკა - 17:20, 25 Nov, 2019     1199

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - გელა კვაჭანტირაძე, გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ დღევანდელ ბრიფინგს და გააკეთა შემდეგი განცხადება:

"პირველ რიგში კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მეორე ვადის დასასრულს, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციისა, აშკარად გამოიკვეთა მათ მიერ ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა ნებისმიერი გზით - ძალაუფლების მიტაცების მცდელობით, საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე მათ მიერვე გაცემული დაპირებების შეუსრულებლობით, მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებზე ძალადობით, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებით და ა.შ. სახელისუფლებო პარტიის დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ისინი ახდენენ როგორც ჩვენი ხალხის, ასევე მთელი საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის სრულ იგნორირებას და დღესაც აგრძელებენ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული პოზიციების შენარჩუნებას.

აღნიშნულ მიზეზთა გამო, ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის შემცირება უკვე გასცდა ქვედა კრიტიკულ ზღვარს და ეს ვარდნა კვლავაც გრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პრაქტიკულად განწირულია. ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა მოახერხებს ქვეყანა ხელისუფლების ცვლილებას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით, თუ კვლავ დავრჩებით ხელისუფლებით თვითნებობის და ძალადობის და ჩაკეტილ წრეში, საიდანაც თავის დაღწევა და შემდგომი განვითარება ქვეყანას უკვე კარგა ხანია საკმაოდ სერიოზულ პრობლემად ექცა.

წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ხელისუფლების მოსალოდნელ ცვლილებას ოპოზიციაც და საზოგადოებაც ახლა მაინც უფრო მომზადებული და კონსოლიდირებული შეხვდეს. ამ თვალსაზრისით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რომლის შეთანხმებაზე ოპოზიციამ და საზოგადოებამ, ჩვენი აზრით, აუცილებლად წინასწარ უნდა იზრუნოს, ვიდრე მოხდება ძველი ხელისუფლების გაშვება და ახლის არჩევა.

პირველ რიგში აუცილებელია ოპოზიციური პარტიების შეთანხმება ისეთი დამატებითი მექანიზმების შექმნაზე და დამკვიდრებაზე, რომელიც მომავალში მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების უზურპაციას, ან მის ბოროტად გამოყენებას. აქ, პირველ რიგში, ოპოზიციურ ძალებსა და საზოგადოებას შორის წინასწარი შეთანხმება სასურველია მოხდეს შემდეგ საკითხებზე:

1. საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემური რეფორმის პრინციპებზე, რომლის გაუმჯობესების და დაბალანსების გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა სამართლიანი კონკურენციის არსებობა.

2. აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების რადიკალური, სისტემური რეფორმა. გარდამავალ ეტაპზე ყველა შიგა და საერთაშორისო რესურსის გამოყენება, რათა ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც მაქსიმალურად თავისუფალი იქნება პოლიტიკურ ძათა არასასურველი გავლენებისგან.

3. აუცილებელია კონსტიტუციური სასამართლოს ფორმირების მექანიზმის სრულყოფა და ავტონომიურობის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ის გახდეს პოლიტიკური გავლენებისგან ბევრად უფრო თავისუფალი იმისთვის, რომ შეძლოს იყოს კონსტიტუციის დაცვის მყარი გარანტი ყველაზე რთულ პირობებშიც კი.

4. აუცილებელია პროკურატურის, პოლიციის და უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურების სტრუქტურული რეფორმა, დეპოლიტიზაცია, გამჭვირვალობის და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა - ისეთი სისტემური მექანიზმების შემუშავება, რაც მომავალში მაქსიმალურად გამოირიცხავს რომელიმე ხელისუფლების მიერ მათ გამოყენებას ძალაუფლების უზურპაციისთვის (რათა ის კვლავ არ იქცეს ოპოზიციური ძალების დევნის ინსტრუმენტად).

5. აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა წინასწარ შეიმუშაონ და საზოგადოებას მკაფიოდ აუხსნან გასატარებელი რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მთავარი მიმართულებები და ძირითადი პრინციპები. მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ და დაასაბუთონ მოსახლეობის კეთილდღეობის მნიშვნელოვნად ამაღლების ის კონკრეტული პარამეტრები, რომლის აუცილებლად შესრულებაზე და შედეგებზე ისინი აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რო ქვეყანაში აღნიშნული დემოკრატიული პრინციპების დანერგვის და დაცვის გარანტი შეიძლება იყოს: მხოლოდ კანონის უზენაესობა და გამართული დემოკრატიული ინსტიტუციური მექანიზმები. ძალაუფლების სწორი სტრუქტურულ-ფუნქციონალური განაწილება და ბალანსი, საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების თანადგომა და ა.შ. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, რომლებმაც გაუძლეს ხელისუფლების ზეწოლას, ბოლომდე შეინარჩუნეს დემოკრატიული ღირებულებები, საღი აზრი და მიუკერძოებელი პოზიცია.

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მიერ ზემოთ აღნიშნული ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავების პრინციპების საზოგადოებასთან წინასწარი შეთანხმების შედეგად, სრულად მოიხსნება ის შიშები და ეჭვები, რომელიც საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, ზოგიერთი სხვა პარტიების, თუ დღეს მოქმედი ხელისუფლების მიმართ.

ასეთი შეთანხმება ხელს შეუწყობს დემოკრატიული ოპოზიციური ძალების და საზოგადოების უფრო მეტ კონსოლიდაციას, საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას და აიძულებს ხელისუფლებას ხელი აიღოს ცინიკურ, დესტრუქციულ ქმედებებზე.

მიგვაჩნია, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ზემოთაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი იქნება როგორც ოპოზიციური ძალების, ასევე ხელისუფლების და მთლიანად საზოგადოებისთვის, რათა ქვეყანამ შეძლოს გააგრძელოს მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება და ზრუნვა მოსახლეობის კეთილდღეობის რეალური ზრდის მიმართულებით."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42