თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეთი „GINO FREEPORT“-ი გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:35, 25 Nov, 2019     1549

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეთის მშენებლობა იწყება. კომპანია „GINO FREEPORT“-ი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 16 აუთლეთს წარმატებულად მართავს, საქართველოში ოპერირებას „ჯინო ჰოლდინგთან“ პარტნიორობით შეუდგება.

აუთლეტი „GINO FREEPORT“-ი განთავსდება ტერიტორიაზე, სადაც „საპარტნიორო ფონდი“ ევროპულ კომპანია „ჯინო ჰოლდინგთან“ ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც 260 ჰექტარზე ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასტუმროების, ბიზნეს ცენტრების, საცხოვრებელი სახლების, დასასვენებელი, გასართობი, საჯარო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის პრეზენტაციაზე ავტორებმა და ინვესტორებმა თავად წარადგინეს პროექტის კონცეფცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს წრეების, მოდის ინდუსტრიის ცნობილი ბრენდებისა და ადგილობრივი კომპანიების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.

„GINO FREEPORT“-ის პროექტის არქიტექტურული ნაწილი უკვე დასრულებულია, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მოთხოვნად, გავლენიან და ნიშურ ბრენდებთან. საერთო გასაქირავებელი ფართი 7800 კვ.მ-ს შეადგენს, რაც მოიცავს 70 მაღაზიას, საბავშვო სივრცეებს, კაფე-რესტორნებს და 500-ზე მეტ ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს. აუთლეტი „GINO FREEPORT“-ი 2021 წელს გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42