,,ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილისა და დღეს რუსთავლს გამზირზე დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრობს.
,,დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა, 21 წლის გახდებოდა! მაგრამ ,,ოცნებამ" ოცნება წაართვა მასაც და მის ოჯახსაც. მესამე წელია უკვე, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილი სიმართლისთვის იბრძვის და რუსთაველზე პარლამენტის წინ ცხოვრობს. დედა, დები, ბებია და მათთან ერთად ათიათასობით ადამიანი ელოდება გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას, მაგრამ უშედეგოდ.
ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია.
დღეს მოტყუებული და გაბრაზებული ხალხის აქციაა. სიმბოლურია ისიც, რომ თემირლანის დაბადების დღეს დაემთხვა ეს აქცია. ყველა მოქალაქე მოგვატყუეს, არავის ეგონოს, რომ მას არ ეხება დღევანდელი დღე. იმ დამცირებაზე მეტად კი ვეღარ დაამცირებენ ადამიანებს, რომლებიც თვიდან თვემდე საარსებო შემწეობით არსებობენ, იმ მწირ დახმარებასაც უხსნიან და შიმშილისთვის იმეტებენ. ნაგვის ურნებში საჭმელს ეძებენ ადამიანები და ამ დროს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯზე გრიალებს და მილიონები ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის. საკმარისია!
დროა ცვლილებების!
გელით, დღეს რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი" - განაცხადა თეონა ჭალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






