ექსპერტი დავით ბატაშვილი კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის გენერალური მდივნის პირით გვითხრა ის, რეალობა რაც აქამდეც გასაგებია იყო.
მისი თქმით, ხელისუფლების მსგავსი ქმედებები ქვეყანას რუსეთის ხელში უაპელაციოდ ჩააგდებს.
"ის, რაც ივანიშვილმა ახლახან კალაძის პირით გვითხრა დამატებით განმარტავს იმ რელობას, რომელიც აქამდეც გასაგები იყო:
- რასაც ივანიშვილი ცდილობს ამ ქვეყანაში უბრალოდ ტექნიკურად ვერ გაკეთდება, თუ აქ რაიმე სახით დემოკრატია შენარჩუნდა. თუნდაც ისეთი სანახევრო, როგორიც დღესაა. თუ ივანიშვილი დარჩა, ვითარების უდრეკი ლოგიკა აიძულებს მას ამ დარჩენისთვის სულ უფრო ღია ავტორიტარიზმი დაამყაროს.
- ეს თავისთავად ცუდია. მაგრამ ამაზე კიდევ უარესი ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში იგივე უდრეკი ლოგიკა ჩვენ აუცილებლად, უაპელაციოდ ჩაგვაგდებს რუსეთის ხელში. ეს ეროვნული კატასტროფა იქნებოდა.
მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა, მიტინგები, პიკეტირებები, დაბოქლომებები არის რეალური ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, ამ სიტყვების კონკრეტული, რაციონალური, ტექნიკური გაგებით" - წერს ბატაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






