ხაშურში პროფესიული სასწავლებელი აშენდება, რომელიც გათვლილია 150 მოსწავლეზე. თანამედროვე ტიპის სამ სართულიან შენობაში იფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის ტექნიკის, ელექტრომექანიკის, ავტოსატრანსპორტო, სამშენებლო საქმის, სატყეო საქმის, მეფუტკრეობისა და კულინარიის სახელოსნოები. შენობაში ასევე თავმოყრილი იქნება სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ადაპტირებული სველი წერტილები და სპორტული მოედანი. პროფესიულ სასწავლებელი აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას. შენობა ასევე აღჭურვილი იქნება სახამძრო სიგნალიზაციისა და ზანძარქრობის სისტემებით.
ახალი ბანას მშენებარე ტაძრის ირგვლივ დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო კომპლექსის ფარგლებში, ხაშურის პროფესიული სასწავლებლის შენობა, სქემატური პროექტის მიხედვით წარმოადგენს რამდენიმე მოცულობისაგან შემდგარ არქიტექტურულ კომპოზიციას.
პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ნაგებობები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან შიდა და გარე საკვანძო შემავალი ელემენტებით, ძირითად ცენტრალურ ღერძს კი წარმოადგენს სამსართულიანი ნაგებობა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT190022068) ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 11`437`024.00 ლარით.
წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 07 დეკემბერს და მთავრდება 2019 წლის 12 დეკემბერს 17:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე - procurement.gov.ge.
facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/
მასალის გამოყენების პირობები