"უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 17:43, 24 Nov, 2019     1075

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.


მისი თქმით, ამ თემაზე მათ უკვე აქვთ ინდივიდულური კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

„მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს, და გასაგებია, რომ წარსულს ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა, რომ ისინი ამ ძალისმიერ ბერკეტებს აღარ გამოიყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. ამტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაიდოს წინასწარ საგარანტიო მექანიზმი, რომელსაც დავიჯერებ მე, დაიჯერებს ყველა, დაიჯერებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც აქ არიან, რომ თოფიანი ხალხი მათ ხელში არ იქნება. სხვა რაღაცები პრობლემა არ არის, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, ან განათლების სისტემაც, მაგრამ პრინციპული რაც არის, არის ის, რომ ადამიანებს დღესაც ეშინიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ძალოვანი უწყებები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, სახელისუფლო გუნდი სწორედ იმით აშინებს ამომრჩეველს, რომ ძალოვანი უწყებები შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში აღმოჩნდეს, ამიტომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ეს ბერკეტიც უდნა წაართვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42