„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება
პოლიტიკა - 17:38, 24 Nov, 2019     1132

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

„განსახილველი საკითხები ბევრია დაგროვილი. ძირითადი არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ დავაყენეთ საკითხი, გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის, განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის ლიდერს, თავმჯდომარესაც. უმრავლესობაშიც არ არის ერთიანი დამოკიდებულება. აკაკი ზოიძემ წამოჭრა რეფერენდუმის საკითხი. სწორედ ამ საკითხებზე შედგება დღეს შეხვედრა“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, აკაკი ზოიძის ინიციატივა. ჩემს ინიციატივას რაც შეეხება, ჩვენი პრინციპული საკითხია, რომ მაჟორიტარული სისტემა იქნას ქვეყანაში 2020 წლისთვის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენ კანონპროექტი მოვამზადეთ, საინიციატივო ჯგუფი არის ჩამოყალიბებული, თუმცა უნდა მოხდეს ბიუროზე მისი დარეგისტრირება და შემდეგ პროცედურულად მივალთ იქამდე, რომ გავალთ ხალხში საჭირო ხმების მოსაგროვებლად.

პროპორციული თუ მაჟორიტარული, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ შევხვდით და შედეგი ვერ დადგა, მაგრამ არის ამის გარდა კიდევ სხვა საკითხები.მიუხედავად ჩემი და აკაკი ზოიძის პოზიციების განსხვავებისა, რომ ის მხარს უჭერს პროპორციულს და მე მაჟორიტარულს, ამ ორ განსხვავებულ პოზიციას აქვს ერთი საერთო, რომ მანაც შემოგვთავაზა ის, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ – ვკითხოთ ხალხს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42