ოპოზიციური სპექტრი ლეიბორისტული პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ფართომასშტაბიანი აქციის მიზანია, აიძულოს ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს,რომ მაშინ, როცა ხალხი ქუჩაში გამოდის და ითხოვს სამართლიან არჩევნებს ფაქტობრივად ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას.
"ოპოზიცია გაბრაზებული ხალხის მხარდაჭერით უტევს "ოცნების" გადამგდებ ხელისუფლებას. საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ ის უშვებს შეცდომას. მხოლოდ პირობის შესრულებამ შეიძლება სიტუაცია განმუხტოს, მაგრამ ივანიშვილი არის პოლიტიკურ აგონიაში. დამერწმუნეთ, მაშინ, როცა ხალხი ქუჩაში გამოდის და ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ფაქტობრივად ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას. ასეთი პროცესები ბევრი გვინახავს და ეს სრულდება აუცილებლად ხალხის გამარჯვებით" - ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






