2020 წლიდან თბილისის ბაგა-ბაღების დაფინანსება მცირდება
პოლიტიკა - 18:46, 23 Nov, 2019     1606

თბილისის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტის თანახმად ბაგა-ბაღების დაფინანსება მცირდება. 7091 სკოლამდელი აღზრდის მუხლში დაფინანსების სახით განსაზღვრულია 144 668,9 ათასი ლარი, მიმდინარე 2019 წლის ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენს 145 193,5 ათას ლარს, ხოლო 2018 წელს იყო – 121 343,8 ათასი ლარი.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის მუხლს, ამ ქვე პროგრამაში გათვალისწინებულია 24 627,1 ათასი ლარი, იგივე მუხლის დაფინანსება მიმდინარე წლის ბიუჯეტში არის 31 295,1 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს იყო 19 958,4 ათასი ლარი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად ჩანს, რომ ამ ეტაპზე სფეროს დაფინანსება შემცირებულია.

Edu.aris.ge-ს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, პირველივე მთავრობის სხდომაზე განათლების სფეროზე საუბრისას განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად, ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშო ბაღების მასწავლებლებსაც.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი, პროექტის თანახმად 1 მილიარდ 20 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2019 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 92 368.5 ათასი ლარით მეტია.

თბილისის საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, შესაბამისი რეკომენდაციებით, მერიას გადაეგზავნება. ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს დედაქალაქის მერია საკრებულოს 10 დეკემბრამდე დაუბრუნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42