შალვა ფიფია თელ-ავივში საერთაშორისო გამოფენა WATEC-ს დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:41, 23 Oct, 2013     1440

ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის -  შალვა ფიფიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, 22 ოქტომბერს შალვა ფიფია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი მე-6 საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენის  WATEC-ის (წყლის ტექნოლოგიებისა და გარემოს კონტროლის გამოფენა-კონფერენცია)  გახსნის ცერემონიალს  დაესწრნენ.  გამოფენას   ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ნაფტალ ბენნეტი, ასევე  ისრაელის მთავრობისა და საქმიანი წერეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო უახლესი და ინოვაციური ტექნოლოგიები წყლის რესურსის მართვის  მიმართულებით. მათ შორის  სასმელი წყლის ფილტრაციისა და ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო დანადგარები, სარწყავი და სადრენაჟე სისტემები.

,,თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი  რგოლი ქვეყნის განვითარებისთვის. სარწყავი წყლის ეფექტური გამოყენება და მართვა, სადრენაჟე სისტემები  ჩვენი  ქვეყნის  სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვნად განავითარებს. აღნიშნულ გამოფენაზე ჩვენ საშუალება გვაქვს გავეცნოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების კუთხით “, -განაცხადა შალვა ფიფიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია  დეტალურად გაეცნო  საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილ თანამედროვე სისტემებსა და ტექნოლოგიებს. შალვა ფიფიამ და ილია კვიტაიშვილმა შეხვედრები გამართეს გამოფენის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებთან.

გამოფენა WATEC-ის (წყლის ტექნოლოგიებისა და გარემოს კონტროლის გამოფენა-კონფერენცია) პროფილს წარმოადგენს წყლისა და გარემოს კვლევა და ანალიზი, სარწყავი სისტემები, წყლის ხარჯვისა და მონიტორინგის  მოწყობილობები, წყლის ხარისხისა და მიმოქცევის კონტროლის მექანიზმები, წყლის დაზოგვისა და დაგროვების, ასევე გაჟონვის კონტროლის სისტემები, წყლის გამტკნარების ტექნოლოგიები. 




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42