"კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული, კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა,"- დაწერა დაკავებული სასულიერო პირის ძმამ, თირნიკე მამალაძემ.
"კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ," - დაწერა თორნიკე მამალაძემ ფეისბუკზე.
ცნობისთვის, წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საპატრარქოს პრეზიდენტთან ეშუამდგომლა მამა გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა მსჯავრდებულის ოჯახის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ადმინსიტრაციაში არ შესულა.
მასალის გამოყენების პირობები






