ვაშინგტონში ღარიბაშვილს პასუხობენ: არსებობს შეშფოთება და კითხვები
პოლიტიკა - 14:34, 23 Nov, 2019     1081

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ კვირაში შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საუბარი პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის დაპირებასაც შეეხო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან ამერიკელ კოლეგებს „ვითარება აუხსნა“. თუმცა, მიმომხილველები ამერიკის დედაქალაში, ხაზს უსვამენ, რომ ისინი თბილისში განვითარებული მოვლენებით, შეშფოთებულნი არიან.

„გეტყვით, რომ გუშინ, გულწრფელად ავუხსენი [ამერიკელებს] ეს ვითარება [პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება]. ხანდახან პროცესები არ ჩანს და არ აღიქმება სწორად, მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან. ექსპერტები ახსენეთ თქვენ, მე მათ სრული ინფორმაცია გადავეცი და ავუხსენი ეს მდგომარეობა. აბსოლუტურად გასაგებია“... - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე.

ღარიბაშვილის კომენტარი „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ დისკუსიასაც შეეხებოდა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ექპერტები და რეგიონის მვკლევარები ესწრებოდნენ. „პრობლემები ყველგან არის. იდეალური სისტემა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, ყველა ქვეყანაშია პრობლემები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის უნდა შევადაროთ, რა იყო და რა გვაქვს” - განაცხადა ირაკლი ღაბიშვილმა.

ღარიბაშვილის შეფასების პასუხად, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, რომელიც ამავე შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები დასავლეთში შეშფოთებას იწვევს.

”დასავლეთში არსებობს შეშფოთება, [საქართველოს] დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ - დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო 20-21 ივნისს, მათ შორის - რეზინის ტყვიების გამოყენება. ასევე, რამდენიმე დღის წინ ძალადობაზე და წყლის ჭავლის გამოყენებაზე. ეს არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ადამიანები დასავლეთში მოელიან საქართველოსგან. ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება ამ ეტაპს გასცდა.

დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება. ასევე არსებობს რწმენა, რომ საქართველო არის დემოკრატიულ გზაზე, თუმცა ისინი განიხილავენ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკუსვლას. დასავლეთში ამ მოვლენებს აღიქვამენ, როგორც ნიშანს, რომ ხალხსა და მთავრობას შორის უფსკრული გაღრმავდა. შესაძლოა მთავრობა ვერ ხედავს, თუ როგორი ფართოა ეს სიცარიელე ხალხისა და მთავრობის მოლოდინებს შორის“, - განაცხადა კორტნიმ.

„ამერიკის ხმასთან“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ, საუბრობს ასევე ლუკ კოფი, ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი, რომელიც ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები დასავლეთში საქართველოს მთავრობის სანდოობაზე აჩენს კითხვებს და სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკუთარი სურვილის გამოხატვა მხოლოდ ქუჩაში გასვლით შეუძლია და არა ინსტიტუტების მეშვეობით. ის ასევე პასუხობს ღარიბაშვილის კომენტარს იმ პარალელებთან დაკავშირებით, რომელიც ღარიბაშვილმა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს და საქართველოს გამოწვევებს შორის გაავლო.

„შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს უფრო ძლიერი ინსტიტუტები აქვთ და ეს არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ [პროპორციული არჩევნების ჩატარების] დაპირების უკან წაღებას. ახლა ამის დრო არაა. თუ საქართველოს უნდა, რომ დასავლეთში პოზიტიურად აღიქვამდნენ, ამისთვის მოდელად უნდა დარჩეს, განსაკუთრებით იმიტომ რომ დასავლეთის ყურადღება გაფანტულია. თუ საქართველო ამ გზიდან გადაუხვევს, რთული იქნება საქართველოს მეგობრებისთვის, საქართველოზე ვაშინგტონის და ბრიუსელის ყურადღების ფოკუსი შეინარჩუნონ“, - განაცხადა კოფიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, პენტაგონის წარმომადგენლებს, მათ შორის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯორჯიის შტატში ეროვნული გვარდიის და რეგიონზე მომუშავე კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.


წყარო: amerikiskhma





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42