ქეთევან ენუქიძე რომელიც კორუფციის ფაქტებს სწავლობს, ამბობს, რომ აუდის დასკვნა არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება.
„ის, რაც ამ აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, წლების განმავლობაში იწერებოდა მედიაში. ის, რომ 3 კომპანია იგებს ძირითადად გორში ტენდერებს, გორის მაჟორიტარს არც დაუმალავს, რომ ხელისუფლება მას პატივს სცემს და ტენდერებს იგებს. ამაში უცხო არაფერი არ არის. მე არ ვიცი რა რეაგირება ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს აუდიტის დასკვნაზე, მაშინ როცა ეს ინფორმაცია მათთვის კარგად იყო ცნობილი. ნებისმიერ მუნიციპალიტეტზე თუ გაკეთდება ასეთივე დასკვნა, ზუსტად იგივეს ვნახავთ“ - აცხადებს ქეთევან ენუქიძე.
გორის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას რაც საქართველოშია, ასეთია ოპოზიციის შეფასება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობნენ, რომ გორის მუნიციპალიტეტი კორუფციის ჭაობშია ჩაფლული და გაფლანგულია მილიონობით ლარი, რომელიც „ოცნების“ ჯიბეში წავიდა.
„აუდიტის დასკვნა ხაზს უსვამს იმ მდგომარეობას რაც არის დღეს მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულად გორის მუნიციპოალიტეტზე, სადაც საუბარია ტენდერების მითვისებაზე, კორუფციულ გარიგებებზე, თანხების მითვისებაზე. მაგალითად კი შეიძლება ითქვას ის, რომ როგორ სარგებლობს მაჟორიტარი ტენდერებით, რომ გაიმდიდროს საკუთარი თავი. წელს 10 მანქანის რეაბილიტაციისთვი 473 ათასი ლარი აქვთ გამოყოფილი. წარმოიდგინეთ რა მასშტაბებზე არიან გასულები“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი.
ამასთან, აუდიტის დასკვნაში ერთ პირზე მორგებული ტენდერები არ არის ერთადერთი, რომელზეც მაკონტროლებელი ორგანო წერს. დოკუმენტით ირკვევა, რომ გაფლანგულია მილიონები შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ასევე ასი ათასობით ლარია დახარჯული მივლინებებზე. არც ერთი ადგილობრივი წარმომადგენელი ვერ ადასტურებს თუ რაში დაიხარჯა ამდენი თანხა. გარდა ამისა საუბარი იმაზე, რომ ადგილობრი აიიპ-ებში დასაქმებულია 3ათასამდე ადამიანი და მათი უმეტესობა არ დადის სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები






